თელავის მერიამ მუსიკათერაპიის ცენტრი გახსნა

თელავის მერიამ მუსიკათერაპიის ცენტრი გახსნათელავის მერია ავრცელებს ინფორმაციას:

„თელავში მუსიკათერაპიის ცენტრი გაიხსნა.
პრეზენტაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერებსული პირები დაესწრნენ.
პროექტის პრეზენტაციაზე მუსიკათერაპევტმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც მუსიკათერაპიის კურსი იძლევა. კერძოდ, მისი თქმით, თერაპიის მიმღები პირები უკეთ ახერხებენ ქცევისა და ემოციის თვითრეგულაციას.

თერაპია ხელს უწყობს თვითცნობიერების ამაღლებას, ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებას, საკუთარი თავის გამოხატვასა და განვითარებას.
მუსიკათერაპიის ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიხსნა.