ავტოსაგზაო შემთხვევას „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით დაშავებულია 8 ადამიანი, მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავარია კრწანისის 14 ნომერში ცოტა ხნის წინ მოხდა, შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.