1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული – ავარია „ნიუჰოსპიტალის“ ეზოში – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევას „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ინფორმაციით დაშავებულია 8 ადამიანი, მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავარია კრწანისის 14 ნომერში ცოტა ხნის წინ მოხდა, შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.