15 ივნისამდე ასტრაზენეკას 43.000, ივნისის ბოლოს კი სინოფარმის 500.000 დოზა შემოვა

15 ივნისამდე ასტრაზენეკას 43.000, ივნისის ბოლოს კი სინოფარმის 500.000 დოზა შემოვაიმუნიზაციის 4 თვე საქართველოში 162.000-მდე ვაქცინირებულს ითვლის. რეკორდულად ბევრი აცრა, ვაქცინაციის პირველი დღიდან დღემდე, გუშინ ჩატარდა – 3 ივნისს 6.300 ადამიანი აიცრა.

ყველა მსურველის ვაქცინაცია ჯერჯერობით შეუძლებელია, ქვეყანაში საკმარისი არც პრეპარატია და არც ასაცრელი კაბინეტები.

ექიმები ამბობენ, რომ ინფექციის დამარცხებისთვის ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. გაზრდილი ვაქცინაცია კი, მათივე განმარტებით, ასაცრელი კაბინეტების რაოდენობის გაზრდას და პროცესში უფრო მეტი კლინიკის ჩართვას მოითხოვს.

ვაქცინების მალე მიღებას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციის სხვადასხვა მწარმოებელთან რეალური შეთანხმება შედგა და ქვეყანა მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად საჭირო 3.700. 000 დოზას მიიღებს.

ქვეყანა 15 ივნისამდე ასტრაზენეკას დაახლოებით 43.000 დოზას, ივნისის ბოლოს და ივლისის პირველ რიცხვებში კი სინოფარმის ნახევარ მილიონ და შემდეგ კვარტალში უკვე ფაიზერს. ელოდება.

პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯონსონთან სინოვაკთან და ნოვავაქსთან.

რუსთავი 2