205-ე ბაღში უსახსრობის გამო ბავშვს  სურათი არ გადაუღეს 

205-ე ბაღში უსახსრობის გამო ბავშვს  სურათი არ გადაუღეს დაჩაგრული ბავშვები, კონფლიქტი მშობლებს შორის , ბულინგი და მახინჯი პრაქტიკა საჯარო საბავშვო ბაღებში – ბოლო წლებში ბაღებში დაბრუნებულმა ფულის აგროვების ტრადიციამ უკვე არაერთი ღია კონფლიქტი გამოიწვია.

ამჯერად 205-ე ბაღში დაპირისპირება მშობლებს შორის მოხდა – მიზეზი უსახსრობაა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მშობელი დღესასწაულისთვის მოთხოვნილ თანხას ვერ დებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სოციალურად დაუცველი აღსაზრდელის ოჯახის წევრები დანარჩენი მშობლების მხრიდან სწორედ თანხის არდადების გამო გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი.

ამ ფაქტს კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვა – ბავშვი ჯგუფური ფოტოს მიღმა აღმოჩნდა.

ნიუპოსტი