აბასთუმანში სალაშქროდ წასულ 7 სტუდენტს ეძებენ

აბასთუმანში სალაშქროდ წასულ 7 სტუდენტს ეძებენაბასთუმანში უკვე მეორე დღეა 7 ახალგაზრდას ეძებენ.

ახალგაზრდები 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, ამის მერე მათი კვალი გაქრა.  ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 მაისს, 17:00 საათზე ტყეში ნახა.

სამძებრო პროცესში 40 მეხანძრე მაშველი, პოლიცია და ასევე რეინჯერები არიან ჩართულნი, სამძებრო სამუშაოები დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკარგული სტუდენტია.

როგორც დაკარგულების ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში წერს: ახალგაზრდებს, სავარაუდოდ, ნისლის გამო გზა აებნათ და მათთან კავშირიც გაწყდა.

პრაიმტაიმი