„ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი“ – ჯაფარიძე ცერცვაძეს

„ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი“ – ჯაფარიძე ცერცვაძეს“ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი”, — ასე მიმართა გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს. მისი თქმით, ის იყო ერთ-ერთი, ვინც პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს “აპრავებდა”.

“თქვენ სამი ადამიანი იყავით, ვინც გააპარევთ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში. დაუკვეთეთ და მერე გააპრავეთ. გახარიას დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზის მენეჯერიაო, ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი და კარგი მენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში”, — განაცხადა ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.