ამერიკაში ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალაქართველი ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი, მელორ სტურუა, ამერიკაში, მინეაპოლისში,  93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მელორ სტურუა საბჭოთა ჟურნალისტების თაობას მიეკუთვნებოდა, მას ,,საბჭოთა პუბლიცისტიკის გიგანტს” უწოდებდნენ.

მელორ სტურუა 1928 წელს თბილისში დაიბადა. მისი მამა, გიორგი,  საქართველოს უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. მშობლებმა შვილს სახელიც შესაფერისი დაარქვეს: მარქსის, ენგელსისა და ოქტომბრის რევოლუციის აბრევიატურა – მ-ელ-ორ-ი.

მელორ სტურუა ძირითადად მოსკოვში მოღვაწეობდა. მოგვიანებით იყო ,,იზვესტიის” კორესპონდენტი ლონდონში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში.

სტურუამ გამოაქვეყნა 30 -მდე წიგნი, რომელიც ძირითადად ემიგრანტების ცხოვრებასა და კაპიტალისტური ცხოვრების კრიტიკას ეძღვნება. მათ შორის, ,,ეს შეშლილი სამყარო”, ,,აღგზნებული ამერიკა”, ,,უოტერგეიტი” და სხვა.

ტვ პირველი