“არაკომპეტენტური, გაუნათლებელი მინდია დავითაძე მეზვრიშვილმა დანიშნა საქპატენტის უფროსად” – ირაკლი კასრაძე

  "არაკომპეტენტური, გაუნათლებელი მინდია დავითაძე მეზვრიშვილმა დანიშნა საქპატენტის უფროსად" - ირაკლი კასრაძეპრემიერის გადაწყვეტილებით საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე თანამდებობიდან გაუშვეს. დავითაძემ ეს ყოველივე პოლიტიკურ დევნად შეაფასა, რადგან ის ამ თანამდებობაზე პრემიერმინისტრმა გახარიამ დანიშნა. თუმცა ვიდრე დავითაძეს ახალი პრემიერი ღარიბაშვილი სახლში გაუშვებდა, მისსივე წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, მისმა თანამშრომელმა, ირაკლი კასრაძემ წამოიწყო.

კასრაძემ დავითაძის სახლში გაშვებას სოცუიალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. სადაც ის წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაიმარჯვა სამართალმა, სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობით საქპატენტის თავმჯდომარე სახლში გაუშვესო.

როგორც კასრაძე პოსტში აღნიშნავს ეს მაგალითია ყველასთვის. არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზეო.

საქპატენტის ხელმძღვანელი და მისი 30-მდე მეგობარი იქ ნათია მეზვრიშვილმა მიიყვანა და მათ თავი მხოლოდ ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით დაამახსოვრეს.

ირაკლი კასრაძე აღნიშნავს, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა.

“ახალი თაობა” ირაკლი კასრაძეს ესაუბრა

– ირაკლი, საქპატენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მის გათავისუფლებას პოლიტიკური უწოდა. გახარიას დანიშნული იყო ამ თანამდებობაზე და სწორედ ამას დაუკავშირა დავითაძემ ეს ყველაფერი.

– ეს პოლიტიკური გაშვება კი არა, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა იყო პოლიტიკური აქტი. სრულიად გამოუცდელი, არაკომპეტენტური და განათლების არმქონე ამ დარგში, დაგვინიშნეს საქპატენტის თავმჯდომარედ. მე რომ ახლა მიკროფონი ავიღო, დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა. საერთოდ გამოუცდელი პიროვნება დაგვინიშნეს, ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით.

– ნათია მეზვრიშვილის რეკომენდაციით მოხვდა ამ თანამდებობაზე?

– კი ასეა. ჯერ პროკურატურაში იყვნენ ერთად, მერე შსს-ში, მერე მთავრობაში. შემდეგ დაასაჩუქრა და აქ დანიშნა უფროსად. ამხელა საპასუხისმგებლო საქმე ჩააბარა ამ პატარა გამოუცდელ ბიჭს.

– რამდენი ხანია რაც დავა წამოიწყეთ მის წინააღმდეგ?

– ჯერ იმას გეტყვით, რომ ეს დანიშვნა მოხდა თებერვალში. მან მაშინვე გაშალა ფრთები და მოიყვანა 30 შინაური და ახლობელი, თავისი და მეზვრიშვილის წრიდან. ამის შემდეგ დაიწყო უაზრო ტენდერების გამოცხადება და არა აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. თავიდან გაგვირემონტეს დარბაზი, რომლის გარემონტების საშუალება საერთოდ არ იყო. ამაზე დაიხარჯა ძალიან დიდი თანხები. შტატები გაბერა უაზროდ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყო არსობრივად ჩარევა ჩვენ საქმეებში.

– კერძოდ?

–  ჩემი ფუნქცია არის სახელის დარეგისტრირება. ის ერთ-ერთი ტელევიზიის, ოპოზიციური არხის ნიშნით რეგისტრაციაში ხელის შეშლას მთხოვდა, ხელოვნურად. ამაზე რომ ავუხსენი, რომ ასეთი რაღაც უკანონოა, რომ ეს არანაირ შედეგს და სარგებელს არ მოგვცემს და უდიდესი რეპუტაციული ზიანი მოგვადგება, ვერ გაიგო ეს ამ ადამიანმა. სამჯერ, ოთხჯერ ხუთჯერ უარი რომ განვუცხადე, შემომთავაზა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. რეალურად თავიდან მიშორებდა, შემდეგ ამაზეც უარი რომ განვუცხადე, დამიწყო უფლებების შეზღუდვა.

– და ამის შემდეგ მიმართეთ სასამართლოს?

– კი, ამის შემდეგ ვიჩივლე, ჯერ პროკურატურაში, მერე სასამართლოში. ასევე სახალხო დამცველს მივმართე. ასევე შრომის ინსპექციას. სახალხო დამცველმა, დიპლომატება გამოიტანეს საკმაოდ პროფესიონალური დასკვნები და მოსთხოვეს საქპატენტს, ჩემი უფლებების დაუყოვნებლივ აღდგენა. ვინაიდან ამდენი დარღვევა ჰქონდა, შესაბამისად მთავრობამაც მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი.

– დავითაძის მიყვანილ 30 მეგობარზე რას იტყვით, ისინიც გაუშვეს თუ რჩებიან?

– ერთი მოადგილე ყავდა მოყვანილი, ისიც არაკომპეტენტური, დღეს დაწერა განცხადება და წავიდა, დანარჩენები რჩებიან.

– ოთხწლიანი ხელშეკრულებით ვიყავი დანიშნულიო.

– 4 წლით ამ თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობისთვის შესაფერისი და კომპეტენტური პირი. ვინც საქმე იცის და პროფესიონალია. რომელიც აქ მოსული არ არის ფულის საფლანგავად და შინაურების დასასაქმებლად. ამ თანამდებობაზე პირს, პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს. ახლაც პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება. რა პოლიტიკური, რას ამბობთ, ის იყო თავიდან ბოლომდე არაკომპეტენტური. მისი “სივი” რომ ნახოთ, პოლიცია, პროკურატურა და შემდეგ საქპატენტი. აი რა შუაშია საერთოდ. მისი მოადგილე იყო, ლონდა თოლორაია რომ არის ინსპექტორი, იმის ქმარი მოიყვანა მოადგილედ, დათო ნაღებაშვილი. მასაც ნული გამოცდილება ამ დარგში.

ნონა ცაბაძე