ჩოხატაურის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე, კოვიდით გარდაიცვალა

ჩოხატაურის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე, კოვიდით გარდაიცვალაჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა თომა სიხარულიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მამა ბასილ გოგოტიშვილის თქმით, მამა თომას ვირუსი ერთი თვის წინ დაუდასტურდა.

ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იყო.ჯერ ბათუმში, მერე თბილისში. კორონავირუსმა ბევრი გართულება გამოიწვია და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს”, – აღნიშნა “პირველებთან” საუბრისას მამა ბასილ გოგოტიშვილმა.