ელისაბედ ბერიძე – “არც მეუფე სპირიდონი და არც სხვა აღმზრდელები ჩვენზე არ ძალადობდნენ”

ელისაბედ ბერიძე - "არც მეუფე სპირიდონი და არც სხვა აღმზრდელები ჩვენზე არ ძალადობდნენ"21 წლის ელისაბედ ბერიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარია. ის ახლა მონასტერში ცხოვრობს. ელისაბედი ჰყვება, რომ 18 წლისას, სოცმუშაკმა პანსიონი დაატოვებინა, ისე, რომ არც დაინტერესებულა, სად მოუწევდა ცხოვრება.

ელისაბედი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე არც აღმზრდელები და არც მეუფე სპირიდონი ძალადობდა. ზოგი ბავშვი, მშობლებთან ყოფნის სურვლით, იგონებდა ძალადობის ამბებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ ოთხ საქმეზე არის გამოძიება დაწყებული. მათ შორის, ერთი – სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

რადიო თავისუფლება