მამა ანთინოგენე ნინოწმინდის პანსიონში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები იტყუებიან, თითქოს იქ არსებულის შესახებ, აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
“მეუფე სპირიდონი ვერ შეძლებდა ამას მარტო, ზურგს რომ არ უმაგრებდნენ. ჩვენი მეუფე, ამ ეპარქიის, ტელევიზორში სატელეფონო ჩართვაში იყო და ამბობდა, მე არ ვიცი რა ხდება, ვლოცულობ აქ და არავის საქმეში არ ვერევიო. გამიხდა დათა თუთაშხია, როგორ შეიძლება არ ერეოდე? მით უფრო, რომ ბავშვებს ეხება საქმე. ტელევიზიებს რომ აბრალებენ იტყუებიანო, ყველაზე დიდი მატყუარა მეუფე სტეფანეა, მეუფე გრიგოლია.. საპატრიარქოს ყველა წარმოადგენელი იტყუება, რომ მათ ეს ინფორმაციები არ აქვთ. ვინც სიმართლისთვის იღებს ხმას, იმათ სჯიან.
ხელისუფლების დეპუტატებს ვუსმენდი კიდევ, ზოგმა თავი აირიდა, ზოგმა ინფორმაცია არ მქონდაო. ასეთი ხელისუფლება რომ გეყოლება შენ, რაზე უნდა ილაპარაკო? გამოსავალს ვხედავ ერთში: გაიღვიძეთ ხალხნო, რა დაგემართათ, ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზეა საუბარი”- აცხადებს მამა ანთინოგენე.

