“ქართული ოცნების” ლიდერი, ლადო კახაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის შეზღუდვების გახანგრძლივების უფლებამოსილების გახანგრძლივებას განიხილავენ, სიტყვით გამოდის და აცხადებს:
“ღამე 4 საათზე რომ გარე ორსულობის დიაგნოზით შემოიყვანონ ქალი, კათედრის სხდომას ვერ მოიწვევ. კათედრის სხდომა ვერ გადაგიწყვიტავს რომელი მეთოდით გააკეთო საშვილოსნოს გარე ორსულობის რომ სისხლის დენისგან ქალი გადაარჩინო”, – ლადო კახაძე.

