გულში დაჭრილ 21 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გულში დაჭრილ 21 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება21 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა გულმკერდის არეში დაჭრეს და დიაგნოზი გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმია.

ამ დროისათვის, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ლაშა სახეჩიძის მკურნალობის ხარჯები და მისი სიცოცხლის გადარჩენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

“საქართველოს ბანკი” – GE74BG0000000101023232

“თიბისი ბანკი” – GE42TB7140445064300024

მიმღები: ლევან სახეჩიძე.

21 წლის  ლაშა სახეჩიძე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტია. ის გულში 29 მაისს დაჭრეს.

ლაშა სახეჩიძეს ჩასაფრება თბილისის ცენტრში მოუწყვეს. რეპეტიციიდან გამოსულ მოცეკვავეს თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა და სავარაუდოდ, ცეკვის ხანჯალი გულში ჩაარტყა.

პოლიცია ამ დანაშაულისთვის ბ.ღ-ს ეძებს.