იტალიაში დაკარგული თემურ მოსაშვილი იპოვეს

იტალიაში დაკარგული თემურ მოსაშვილი იპოვესიტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია დაკარგულის ოჯახი ადასტურებს.

მათი თქმით, 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ახლობლები 20 ივნისიდან ეძებდნენ, ახლა მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

სად და რა ვითარებაში იპოვეს 42 წლის კაცი ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ამ დრომდე არ აქვს.

თემურ მოსაშვილი წარმოშობით ლაგოდეხიდან არის. ის იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა. მას მუშაობა არ დაუწყია და ამ დროის განმავლობაში ლეჩეში, ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.