ხვალ 100 მოსამართლეს დანიშნავენ

ხვალ 100 მოსამართლეს დანიშნავენ ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ერთ დღეში გაიმართება ძალიან მასშტაბური პროცესი მოსამართლის თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება საბჭოს არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე.

კენჭისყრები გაიმართება შემდეგი თანამდებობებთან დაკავშირებით:

1. სქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით

2. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით

4. საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა

5. თბილისის საქალაქო/სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების/პალატების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ.

მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას:
9 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა
88 – ქვედა ინსტანციაში დანიშვნა
8 – ქვედა ინსტანციაში გადაყვანა”.