„კიდევ ერთი წელი, პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით“ – ამირან გამყრელიძე

„კიდევ ერთი წელი, პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით“ - ამირან გამყრელიძედაავადებათა­ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთი წლის განმავლობაში პირბადით სიარული აუცილებელი იქნება.

“ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი უნდა შევიკავოთ კიდე 1 წელი, პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება. მეორე, დისტანციის დაცვა, მესამე, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება და პირბადის ტარება და მეოთხე, სანიტარულ წესრიგი და მეხუთე – აცრები,” – აცხადებს გამყრელიძე.