რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს და წერს:
„ძალიან იშვიათი შემთხვევა: მაიკო მექვაბიძე სულ რაღაც 1 თვეში ელოდება მშობიარობას, ხოლო ორსულობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო!
მაიკოს პირველი 2 ორსულობა თვითნებითი შეწყვეტით დასრულდა, მას შემდეგ 2 ორსულობა ექიმ-გინეკოლოგის – ქეთევან მგალობლიშვილის მკურნალობით შენარჩუნდა. პაციენტმა გარკვეული ჩივილებით დღეს მოგვმართა და გასინჯვისას ექიმ-ექოსკოპისტმა ლელა მალანიამ 34 კვირის ორსულობა დაადასტურა პირველი 2 გოგონაა და მესამე ბიჭს ველოდებით ბედნიერ დედობას და მშობიარობას ვუსურვებთ“.

