გიორგი მამარდაშვილი უკვე ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი.
ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, ვალენსიას კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.