მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი

გიორგი მამარდაშვილი უკვე ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი.

ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, ვალენსიას კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.