თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა.
18 წლის მარიამ ბეგიაშვილი “ინფო რუსთავთან” ყვენა, რომ მამაკაცი სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო.
“… პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, ნუ აი არაფერზე არ ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი მო……ვი გოგო ხარო, ეს მითხრა პირდაპირ.
მოკლე შორტი მეცვა, სადღაც ერთი 10 წუთია რაც ვმგზავრობთ და გამოიხედა, ხელი გადმოყო, მუხლზე ამისვა და მითხრა, რომ ძალიან მინდა, უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიერო და გვერდით გადმოჯექიო. მანდ ისე შემეშინდა, რომ გავშეშდი საერთოდ, ვერც პასუხი ვერ გავეცი, ვერც ეს ხელი ვერ მოვაშორე ჩემს მუხლს და მერე თვითონ აიღო ხელი. აკანკალებული ხმით ვუთხარი, არ მინდათქო და ისევ მთელი გზის განმავლობაში გააგრძელა საუბარი ჩემს ორგანოებზე.
მოთხოვნა ჰქონდა გარდა იმისა, რომ გადავმჯდარიყავი მის გვერდით და უფრო უკეთესად ვეყურებინე, მიმეცა ჩემი ინსტაგრამისა და ფეისბუქის მისამართები, იმიტომ, რომ შენ მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დადებ სთორებშიო და მე ვუთხარი მეთქი არ მაქვსთქო. ეს იყო სექსუალურ შევიწროებაზე მეტი”, – აცხადებს “ინფო რუსთავთან” მარიამ ბეგიაშვილი.
გოგონამ უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოს. მამაკაცმა კი სამსახური უკვე დატოვა.
ტვ პირველი