ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დააჯარიმეს

ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დააჯარიმესსამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დაჯარიმდა. მან ფურცლები წარწერით – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ პრეზიდენტის სასახლის ეზოში გადაყარა.

„აქ ზის ქალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რომელსაც ერთი განცხადება არ გაუკეთებია დატყვევებულ ბავშვებზე. მოვუტანეთ, იქნებ აიღოს,“ – ამბობს ნატა ფერაძე.

ფაქტის შემდეგ, ის ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა კი, 80 ლარით ჯარიმდება.

მანამდე კი, სამოქალაქო აქტივისტებმა ფურცლები პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს დააყარეს.