ნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებსნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებს. ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია, იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე პროკურატურის გამომძიებლებიც იმყოფებიან და მათ საგამოძიებო მოქმედებებიც აქვთ დაწყებული, თუმცა რა სახის, ეს ჯერ უცნობია.

რამდენიმე ბავშვმა პანსიონი უკვე დატოვა. ბავშვები “პიკაპის” ტიპის ავტომობილში ჩასვეს. გაყვანის კადრები კამერებმა დააფიქსირა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს.