რა დარღვევები გამოავლინა ომბუდსმენმა საქპატენტის გათავისუფლებული თავმჯდომარის საქმიანობაში

რა დარღვევები გამოავლინა ომბუდსმენმა საქპატენტის გათავისუფლებული თავმჯდომარის საქმიანობაშისაქართველოს სახალხო დამცველმა საქპატენტის გათავისუფლებული თავმჯდომარის, ირაკლი კასრაძის საქმე შეისწავლა.

ომბუდსმენის აპარატის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ირაკლი კასრაძე 2020 წლის 29 ივლისს გაუმართლებლად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აწერს ვკითხულობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას“.

პრაიმტაიმი