19 ივნისს, იტალიაში, 3 შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაღუპული ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ემიგრანტის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს იმავე დღეს აცნობეს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილი იტალიაში სამუშაოდ ორი თვის უკან ჩავიდა.
არცერთი ოფიციალური წყარო დეტალებზე არ საუბრობს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში მყოფი ელზა ძინძიბაძე სამართალდამცველებმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებულ ვერსიას ემიგრანტების მხრიდან ბერი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ხალხმა დამოუკიდებელი გამოძიება წამოიწყო. მეორე ვერსიის თანახმად, გარდაცვლილი ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დღემდე არ ცხრება ინტერესი თუ რამ აიძულა 37 წლის ქალი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
Exclusivetv.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ საქმე ნამდვილად თვითმკვლელობასთან გვაქვს.
ექსკლუზივი

