რესპუბლიკურში ასტრაზენეკას 700 ვაქცინა გაუფუჭდათ

რესპუბლიკურში ასტრაზენეკას 700 ვაქცინა გაუფუჭდათიმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინები გაუფუჭდათ. 700 დოზა ვაქცინა გადასაყრელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაქცინების გაფუჭების  მიზეზი ის მაცივრებია, სადაც ვაქცინა ინახება. მაცივრებს ტემპერატურის რეგულირების რეჟიმი აერია.

არ არის გამორიცხული, ამ ვაქცინებით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.