რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია.
მერს, ირაკლი ტაბაღუას ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით იშხნელი დაინიშნა და მან ირმა მესხი ჩაანაცვლა.
მერის ახალი მოადგილე ძირითადად სოციალურ საკითხების მიმართულებით იმუშავებს.
“მე ვიქნები სოციალური საკითხების კურატორი, შშმ პირების დღის ცენტრები, მოხუცთა თავშესაფრები და დედათა და ბავშვთა ზრუნვის სამსახურის აწყობა და გამართვა. ვგეგმავ, ამ სამსახურების იმ მიმართულებით წაყვანას, რა რა გეზიც იყო დღემდე აღებული, ოღონდ გაფართოვდება იმ მიმართულებით, რომ მოხდება უფრო მეტი ჩართვა ბავშვთა და მოზარდი ასაკის ბავშვების ზრუნვაში, მათი ასაკობრივი დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით”,- განაცხადა დავით იშხნელმა.
მერის მოადგილედ დანიშვნამდე იშხნელი მე-6 მოწვევის რუსთავის საკრებულოში იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მან აღნიშნული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 4 ივნისს დატოვა.
2 წლის წინ დავით იშხნელს პირადი ტრაგედია შეემთხვა. 2019 წლის მაისის ბოლოს ესპანეთის სანაპიროზე დასვენების დროს მისი 5 წლის გოგონა ზღვაში დაიხრჩო.

