საფრანგეთი ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებასა და კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალიდან, 17 ივნისიდან, ღამის კომენდანტის საათიკი კვირიდან გაუქმდება.
საფრანგეთში ყოველდღიურად, საშუალოდ, ინფიცირების 3.900 შემთხვევა ფიქსირდება.
ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვს გაკეთებული.
იპნ

