საფრანგეთი კომენდანტის საათს და პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულებას აუქმებს

საფრანგეთი ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებასა და კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალიდან, 17 ივნისიდან, ღამის კომენდანტის საათიკი კვირიდან გაუქმდება.

საფრანგეთში ყოველდღიურად, საშუალოდ, ინფიცირების 3.900 შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

იპნ