საქართველოში მიწისძვრა მოხდა – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით სოფელ საღამოში იყო.
“დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 13 კმ_ში, სოფელ საღამოსთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

