ტვ პირველის ინფორმაციით, შაორის ტბაში გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სკოლის ექსკურსიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვი ტბასთან ფოტოს იღებდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.