შაორის ტბაში 14 წლის მოზარდს ეძებენ

ტვ პირველის ინფორმაციით, შაორის ტბაში გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სკოლის  ექსკურსიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვი ტბასთან ფოტოს იღებდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.