„შეიძლება მეოთხე ტალღა იყოს ძლიერი, რადგან გვყავს ბევრი აუცრელი“  – ზაზა წერეთელი

„შეიძლება მეოთხე ტალღა იყოს ძლიერი, რადგან გვყავს ბევრი აუცრელი“  – ზაზა წერეთელინორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორონავირუსის მოსალოდნელ მეოთხე ტალღის შესახებ საუბრობს.

„ზუსტად თქმა იმისა, რამდენად ძლიერი იქნება მეოთხე ტალღა შეუძლებელია. აქ დამოკიდებულია ძალიან ბევრი იმაზე, თუ როგორი შტამები გამოჩნდება. თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ე.წ. ინდური შტამი, რომელიც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მეცნიერებში იმის გამო, რომ როგორც აღმოჩნდა გაერთიანებულ სამეფოში ამ შტამმა დაიწყო ის, რომ რაღაც მომენტებში მას შეუძლია გვერდი აუაროს უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

თუ ეს შტამი გახდა დომინანტი ბევრ ქვეყანაში, ანუ უკვე ადამიანს, რომელსაც იმუნიტეტი აქვს, მას გვერდი აურა და ის თავიდან დაავადდა, ან გამოჩნდა კიდევ რაღაც ახალი შტამი, რომელმაც კიდევ უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანი, მაშინ შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს,” – აცხადებს ზაზა წერეთელი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ახალ-ახალი შტამების გამოჩენა სწორედ უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის აცრილი ბევრი ადამიანი.

“თუ ვსაუბრობთ საქართველოზე, სადაც მოცვა არ გვაქვს დიდი, ეს არის საშიშროება. და მეორე, იმის გამო რომ ჯერ ბევრი ადამიანი არ არის მსოფლიოში აცრილი, ეს აძლევს საშუალებას რომ ახალ-ახალი შტამი შეიძლება გამოჩნდეს. ამიტომაც, ძალიან ფრთხილობენ მეცნიერები და იძახიან, რომ შეიძლება მეოთხე ტალღა იყოს ძლიერი. იმის გამო, რომ ჩვენ გვყავს ბევრი აუცრელი და შეიძლება გამოჩნდეს ახალი შტამი, რომლის სიძლიერის შესახებ ახლა საუბარი ცოტა ნაადრევია,“ – აცხადებს ზაზა წერეთელი.

პრაიმტაიმი