სინოფარმით აცრილ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა

სინოფარმით აცრილ თორნიკე რიჟვაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდააჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში- წერს რიჟვაძე.
თორნიკე რიჟვაძე ,,სინოფარმის” ვაქცინით იყო აცრილი.