ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით კოვიდინფექცია მოსახლეობის 33%-ს ანუ 350.000 ადამიანს აქვს გადატანილი.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ივლისის თვიდან ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში სხვა ვაქცინებთან ერთად „ნოვოვაქსის“ ვაქცინაც შემოვა, რომელიც მისი რწმენით ყველაზე უკეთესი ვაქცინა იქნება.
,,ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110.000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ხოლო 220.000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში. სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს 33%-ს მოსახლეობისას, ეს არის დაახლოებით 350.000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350.000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას.
ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა „ფაიზერზე“ ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ „ფაიზერით“ უნდა აიცრან და მათ ექნებათ „ფაიზერი“. და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. „ნოვოვაქსი“ მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, „ფაიზერზე“ კიდევ უკეთესი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
იპნ

