„თბილისს სჭირდება ბრედ პიტი და არა ჭყონია“ – თემურ ჭყონია

„თბილისს სჭირდება ბრედ პიტი და არა ჭყონია“ - თემურ ჭყონიათბილისს სჭირდება ბრედ პიტი და არა თემურ ჭყონია – ასე ეხმაურება   ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

“ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება” – აცხადებს თემურ ჭყონია.

შგახსენებთ, ხაზარაძემ გუშინ, 29 ივნისს თქვა, რომ ჭყონია მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა. ხაზარაძის განცხადებით, მასთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა, ჭყონია ინფორმაციას არც ადასტურებს, არც უარყოფს.