თბილისში სანაპიროზე ერთმანეთს 5 მანქანა დაეჯახა

თბილისში სანაპიროზე ერთმანეთს 5 მანქანა დაეჯახათბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.