თბილისში სანაპიროზე ერთმანეთს 5 მანქანა დაეჯახა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.