ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდაცოტნე გამსახურდია უკვე სამშობლოშია. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინფორმაციით ის თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. როგორც ექიმები ამბობენ, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება .

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.