ურეკში სასტუმროში “4 ვილა” ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
„ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს და მიმდინარებს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. დაშავებულებზე ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.