ურეკში სასტუმრო “4 ვილაში” ხანძარი გაჩნდა

ურეკში სასტუმრო "4 ვილაში" ხანძარი გაჩნდაურეკში სასტუმროში “4 ვილა” ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

„ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს და მიმდინარებს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. დაშავებულებზე ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.