2 დღეში 471-მა ფრანგმა ტურისტმა გააუქმა საქართველოში ვიზიტი

2 დღეში 471-მა ფრანგმა ტურისტმა გააუქმა საქართველოში ვიზიტიბექა ერიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“საფრანგეთის ტურიზმის ასოციაციის ცნობით, 2 დღის განმავლობაში 471-მა ტურისტმა გააუქმა დაგეგმილი სამოგზაურო ვიზიტი საქართველოში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება პრევენციული განცხადებები:
თუ გაქვთ სვირინგები; განსხვავებული ვარცხნილობა; გიყვართ ზაფხულის მოდის თამამი ჩაცმულობა, თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობაზე.

პოლონეთიდანაც ათეულობით ჯავშანი გაუქმდა.”