“გულის ჩივილები ჰქონდა, 6 ივლისს აიცრა” – კასპის მე-2 სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე აცრის შემდეგ არ გარდაცვლილა

"გულის ჩივილები ჰქონდა, 6 ივლისს აიცრა" - კასპის მე-2 სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე აცრის შემდეგ არ გარდაცვლილაგუშინ, 23 ივლისს, კასპის მეორე სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე გარდაიცვალა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლობლები და ამ სკოლის კურსდამთავრებულები მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო, მეორეს მხრივ კი, – სოციალურ ქსელში გარდაცვალებას ვაქცინაციას უკავშირებენ.

ოლია მახარაძის შვილიშვილი, ნოდარ მახარაძე აცხადებს, რომ მისი ბებიის გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება, რადგან ბებია ორი კვირით ადრე აიცრა. მასთან ინტერვიუ ,,ბათუმელებმა” ჩაწერა:

“ეს არის აბსოლუტური ტყული. მე ვარ პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი. სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ბებია აიცრა 6 ივლისს და თავს კარგად გრძნობდა. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ბებიას ჰქონდა გულის ჩივილები და დადგა კარდიული სიკვდილი. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია,” – აცხადებს ნოდარ მახარაძე.

ქართლი