
თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ის 2 დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში ახალციხის კლინიკიდან შეიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ყველა შესაბამისი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ადგილობრივ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

