ინფორმაცია დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ სწორი არ არის

ინფორმაცია დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ სწორი არ არისსოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, გუშინ, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ “რუსთავი2”-ს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განუმარტეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რამდენიმე წუთის წინ, “ფეისბუქის” გვერდზე გააზიარეს ვინმე ხატია ახალაიას პოსტი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ. პოსტის ავტორმა მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა, თუმცა ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.