„ხომ გამოჩნდა, რომ ვირუსი თურმე ღამე დადიოდა? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზესაუბრისას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.
„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – ვირუსი, რა, ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ვირუსი „ღამე დადიოდა“. ამ შეზღუდვებს თავისი დანიშნულება მაშინ ჰქონდა, როცა ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის თავის დაცვის ალტერნატიური გზები. ეს დღეს არის ის, რომ ვაქცინა გვაქვს,“ – ამბობს პაატა იმნაძე.

