ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალახონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, პაციენტი ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.

არტურ ნიკოგოსიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი თვის წინ მოათავსეს. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მას სერიზული გართულებები არ ჰქონდა და პაციენტის სამედიცინო ისტორიაც ამას მოწმობს.

ნიკოგოსიანის მამა აცხადებს, რომ შვილის ცხედარზე არა ერთი დაზიანება აღმოაჩინა, ამის გამო უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ორმხრივი პნევმონია სახელდება. ჯანმრთელობის გაუარესების გამო პაციენტი ქუთაისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მამაკაცი სასიკვდილო მდგომარეობამდე მიიყვანეს.