“ლექსო გადაბრუნებული იწვა, ძაღლი ეწვინა გვერდში, გალურჯებული იყო” – რას ყვება ლექსო ლაშქარავას დედა

"ლექსო გადაბრუნებული იწვა, ძაღლი ეწვინა გვერდში, გალურჯებული იყო" - რას ყვება ლექსო ლაშქარავას დედატვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა პირველად დედამ ნახა.

მან ტვ პირველს უთხრა:

“გამთენია იყო, დავაფარებ-თქო, გაუცივდა ფეხი და… აი ასე გადაბრუნებული იწვა და ძაღლი ჰყავდა გვერდში, ეწვა ძაღლი, დიდი, ჰოდა. არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა…

გადმოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული იყო.

ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, გრძნობდა წინასწარ… აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ სტკიებია, რა უქნეს.”