ლექსო ლაშქარავას ოპერატორებმა კამერების დერეფანი მოუწყვეს – მას ტაშით დაემშვიდობნენ

ლექსო ლაშქარავას ოპერატორებმა კამერების დერეფანი მოუწყვეს - მას ტაშით დაემშვიდობნენსხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების დერეფანი“ მოაწყვეს.

სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

დღეს ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რამდენიმე სასულიერო პირმა და დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იპნ