მამა შალვა კეკელია ლგბტ თემს – “უკან დამხევი აღარ ვარ, რუსთაველზე ქადაგების უფლებას არ მოგცემთ”

მამა შალვა კეკელია ლგბტ თემს - "უკან დამხევი აღარ ვარ, რუსთაველზე ქადაგების უფლებას არ მოგცემთ"„მე უკან დამხევი აღარა ვარ, მე ერს არ გაგარყვნევინებთ, მე ერს არ გაგანადგურებინებთ, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება, მე ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. მე მინდა, რომ ჩემი შვილები ამ ქვეყანაში გავზარდო, სადაც ღირებულებების და ფასეულობების ქვეყანაა.”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ ძალადობის მომხრე, როგორ შეიძლება მღვდელი ძალადობის მომხრე იყოს. მაგრამ არავის არ მივცემთ ქადაგების უფლებას ჩვენს ქვეყანაში. მათ თავისუფლად შეუძლიათ, პირველიდან ხუთამდე აქვთ დაანონსებული პრაიდი, ღამე ჩუმად გაიარონ, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავივლით და ვერაფერს ვერ გვეტყვით ჩვენ. რადგან ასე გვეუბნებიან და ომი გამოგვიცხადეს, ჩვენ ვეტყვით თქვენ ვერ გაივლით, ვერასოდეს ვერ იქადაგებთ ამას. თქვენ დადიხართ ყოველდღე რუსთაველზე და სიარულს არავინ არ გიშლით. ყოველდღე დადიან ასეთი ადამიანები და არასდროს აგრესია არ გამოგვიხატავს მათ მიმართ.”, – ამბობს მამა შალვა კეკელია.

1-დან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოში პრაიდის კვირეული იმართება, რომლის დროსაც ლგბტქ თემის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის „ღირსების მარში”.

პრაიდის კვირეულს საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება და 5 ივლისს მასშტაბურ კონტრაქციას აანონსებენ.

პრაიმ ტაიმი